ჩვენი წვლილი პიზა - ტესტის დანერგვაში

სკოლავ – საით მიდიხარ?

დიგიტალიზაციის მოთხოვნა სკოლებში სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღესდღეობით ისეთი მარალია, როგორც არასდროს. PISA-ს ცუდი კვლევების ეპოქაში და ამავდროულად, ახალგაზდრა სკოლადამთავრებულებისადმი მასიურად ცვალებადი მოთხოვნების პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადეკვატურ განათლებას. ამასთან, ციფრული საკლასო ოთახები არ წარმოადგენს მომავლის ხედვას, არამედ რეალობაა, თანაც მეტად გამოყენებადი. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მასწავლებელს ციფრული სასწავლო მასალების ინტეგრირებისთვის გაკვეთილზე,  ინფორმატიკა უნდა ჰქონოდა დამთავრებული. დღევანდელი სისტემები ეფუძნება დამკვიდრებულ სტანდარტულ კომპონენტებს, მოსახერხებელია გამოყენებაში და ადვილად ადმინისტრირებადი.

ინდივიდუალური – როგორც თავად მოსწავლეები

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროგრამები სტანდარტიზებულია - ჩვენ ვიცით, რომ ყველა სკოლა სხვადასხვა ტიპისაა. სწორედ ამ მიზეზის გამო, არ ვთავაზობთ სტანდარტულ გამოსავალს, არამედ ინდივიდუალურად მათ ინსტიტუციაზე მორგებულ გადაწყვეტილებათა კონცეფციებს, შესაბამისი აპარატურით, პროგრამული უზრუნველყოფით და ინტეგრაციის მორგებულ პროცესებს. მაგალითად, „teach the teacher” წარმოადგენს ჩვენი კონცეფციის მნიშვნელოვან კომპონენტს, რადგან მაღალ კვალიფიციურ პედაგოგებს შეუძლიათ ხალისით და ამავდროულად კომპეტენტურად მნიშვნელოვნად მარტივად გადმოსცენ ესა თუ ის შინაარსი.

ძლიერი, ძლიერ პარტნიორებთან ერთად

ჯაჭვი იმდენად ძლიერია, რამდენადაც მისი ყველაზე სუსტი რგოლი. ამ სიბრძნეზე დაყრდნობით ჩვენი გადაწყვეტილებები ავაგეთ კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უძრუნველყოფის ძლიერ მწარმოებლებთან თანამშრომლობით.

 

მაგალითად, როგორც Office365®-პარტნიორები ჩვენ გთავაზობთ, მეტად შეღავათიანი პირობებით, მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესში გამოყენებად Microsoft Office-ის სასწავლო ლიცენზიებს.

Wortmann AG, „ტერა სერიით“ და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქციით, არის ჩვენი პარტნიორი, რომლემაც უკვე მრავალი წლის წინ ამოიცნო განათლების სექტორის პრობლემები და უამრავ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს გაკვეთილების თანამედროვედ წარმართვისთვის.

ინოვაციურ პროდუქტებს თანამშრომლობისთვის - ახალ გერმანულად რომ ვთქვათ „კოლაბორაციისთვის“ - გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის Nureva-ს საშუალებით. ჯგუფურ სამუშაოზე გათვლილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომბინაციაშია ჭკვიანურ ტექნიკურ აპარატურასთან, შესაძლებელს ხდის კოლექტიურ მუშაობას მრავალი მოწყობილობით, მაგალითად, მობილური ტელეფონის, ტაბლეტის და კომპიუტერის საშუალებით. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „Nureva Wall”, რომელიც გვთავაზობს უზარმაზარ საპროექციო ფიზიკურ ფართობს 2,3-დან 9,2 მ-მდე და ქმნის 60 მ-მდე თავისუფალ ადგილს ვირტუალური სამუშაოსთვის. ეს ყოველივე კომბინირებულია უთანამედროვეს „თაჩ-ტექნოლოგიასთან“ და არის თითქმის ყველა ზედაპირზე.