დღევანდელი რეალობა სადაზღვევო სექტორში

სადაზღვევო მაკლერი – როგორ უნდა მოვიქცეთ?

თანამედროვე სტრუქტურა თქვენი მომავლისთვის

მსოფლიო მუდმივად იცველბა. ბევრი ადამიანს მიაჩნია, რომ ეს ცვლილებები ერთის მხრივ საფრთხეების მომტანია, ხოლო მეორეს მხრივ უამრავი შანსის წინაპირობაა. ჩვენი აზრით, არსებული ცვლილებები მხოლოდ მათთვის არის საფრთხეები შემცველი, ვინც ამ მდგომარეობას ეპუება. რაც შეეხება შანსებს, ისინი მართლაც უამრავია და თქვენს სააგენტოს გაუმჯობესების ფართო სპექტრს სთავაზობს. თქვენზეა დამოკიდებული ამ შანსების გამოყენება და თქვენი სააგენტოს სამომავლო უსაფრთხოება.

თქვენი მოგება : დრო

სავსებით გამართლებულია შეკითხვა, თუ რატომ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ეს ცვლილებები. ბოლოსდაბოლოს ტრანსფორმაცია ხომ უამრავ დანახარჯთან არის დაკავშირებული.

 

დიახ, მაგრამ ეს დანახარჯი სრულიად გამართლებულია. ტრანფორმაციის შემდეგ თქვნ იღებთ: დროს. სულ ერთია, თუ რა კუთხით განიხილავთ თქვენ ამას, მიღებული ეფექტურობა ყველაზე მარტივად სწორედ დროში გამოიხატება. დროში, რომელიც სრულიად თქვენს განკარგულებაშია. დროში, რომლის ინვესტირებაც შესაძლოა მოხდეს თავისუფალ დროში. დროს არის ისეთი პარამეტრია, რომელზეც მხოლოდ პირობითი გავლენა გვაქვს და რომლის გამოყენებაც მხოლოდ ჭკვიანური გადანაწილებით არის შესაძლებელი.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროის მოგება, თავდაპირველად მხოლოდ პირობითად შეიძლება შეფასდეს, ხოლო შემდეგ 25%-მდეც კი გაიზარდოს! სხვაგვარად რომ ვთქვათ: თქვენ და თქვენი თანამშრომლები სამუშაოს შეასრულებთ არა რვა, არამედ ექვს საათში.

გზა აწმყოსკენ

როგორია თქვენი სააგენტოს ყოველდღიურობა? როგორ ფიქრობთ, მზად ხართ აწმყოსთვის? ამომწურავად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ ერთ რამეს გაგიმხელთ: დიგიტალიზაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფორმულარების გაგზავნა თქვენი კლიენტებისთვის.

 

მაგრამ მაინც რას ნიშნავს დიგიტალიაზია ყოველდღიურ სამუშაოსთან მიმართებაში ერთ-ერთ სადაზღვევო საგენტოში? სავარაუდოდ ამ კითხვაზე იმდენივე პასუხი არსებობს, რამდენიც სადაზღვევო სააგენტო, რადგან გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული ერთნაირ ინდივიდუალურ პარამეტრებზე, ისევე როგორც არსებული სამუსაო პრაქტიკა. ამასთან არანაკლებ მნიშვველოვან როლს ასრულებს თანამშრომელთა რაოდენობა, ცალკეული თანამშრომლის პერსონალური კომპეტენცია და თითოეული მათგანის მახასიათებლები. დროებითი თანამშრომლების რაოდენობა თითქმის შეუძლებელს ხდის, ისეთი სტანდარტული გადაწყვეტილებების შემუშავებას,  რომლებიც თანაბრად გამოყენებადი იქნებოდა ყველა სადაზღვევო სააგენტოსთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვემხრობით გადაწყვეტილებების ისეთ სპეციფიკას, რომელიც მოცემულობების ინდივიდუალურ ანალიზს ეფუძნება.

1. ანალიზი

ჩვენი სამუშაოს ბაზისი არის ფაქტიური მდგომარეობის მასშტაბური ანალიზი. ამასთან ხდება მნიშვნელოვან სფეროებში ყველა არსებული მიდგომების ინტენსიური გამოკვლევა, როგორიც არის, მაგალითად, კლიენტის მოზიდვა/გაყიდვები, კონსულტაცია, პროდუქტის შედარება, შეკვეთის გაფორმება და გაყიდვის შემდგომი ღონისძიებები. მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს აგრეთვე, მიმდინარე პროცესების გადანაწილება, რადგან სწორედ აქ იმალება განტვირთვის დიდი პოტენციალი.

 

არა მხოლოდ სამუშაო პროცესები ხდება გადამოწმების საგანი, არამედ აგრეთვე თანამშრომლებიც. ამის მიზანი გახლავთ ის, რომ ყოვლისმომცველი წარმოდგენა შეგვექმნას, როგორც არსებულ პროცესებზე, ისე ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებზე. ხშირად სწორედ სამუშაო გუნდის წარმომადგენლების უნარებსა და კომპეტენციებში აუთვისებელი რჩება სხვადასხვა რესურსი.

მესამე ეტაპზე ხდება არსებული IT-ინფრასტურქტურის, გამოყენებადი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შეფასება. აქ გამოკვლეულ უნდა იქნეს, აკმაყოფილებს, თუ არა ყველა კომპონენტი თანამედროვე მოთხოვნებს.

შემაჯამებელი სურათის მისაღებად, ბოლო ეტაპზე ხდება არსებული კლიენტურის და ხელშეკრულებების ანალიზი. ყველა ამ ელემენტის გათვალისწინებით მიიღება ცალკეული სააგენტოს ობიექტურად შეფასებული სტატუსი. 

2. კონცეფცია

ანალიზიდიან მიღებული გამოცდილება, მარავალი პროცესის გავლით, უნდა შემუშავდეს ერთ ფართომასშტაბიან საერთო პროექტად. უპირველეს ყოვლისა საჭიროა მიზნობრივი რაციონალური სცენარის განსაზღვრა, მაშასადამე სააგენტოს საპროექტო მდგომარების დადგენა.  ამისთვის გამოიყენება ოპტიმიზაციის ხერხების გაზრებული ნაზავი, როგორიც არის, მაგალითად, ცალკეული პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტურობის გასაზრდელად. ასეთ შემთხვევაში დამატებით ვიყენებთ აპარატურის დახმარებას, რათა განიტვირთონ  თანამშრომლები და მათი რესურსი სხვა დავალებებს მოხმარედს. მაგრამ, ისეთ ასპექტებს, როგორიც არის სამუშაო ადგილის ერგონომიულობა, ზეგავლენას ახდენს ეფექტურობაზე და სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს.

 

კონცეფციის ფაზის ბოლოს მიიღება პირველადი მიმოხილვა დაზოგვის მოსალოდნელ პოტენციალზე. კონცეფცია განიხილება დამკვეთთან ერთად და მუშავდება სამუშაოს განხორციელების ეტაპობრივი გეგმა. არც რომი აშენებულა ერთ დღეში.

3. ინტეგრაცია

მესამე მონაკვეთში თეორიიდან გადავდივართ პრაქტიკაზე. კონცეფციის ინტეგრირება ხდება სააგენტოს ყოველდღიურ სამუშაო გარემოში. ეს ინტეგრაცია მიმდინარეობს თანამიმდევრული ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში. შეუძლებელია სახლი გადმოვაყირავოთ, როცა მისი მოდერნიზაცია გვსურს. საჭიროა ეტაპობრივი გარემონტება იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ თანამედროვე და მდგრადი შენობა. ამ მაგალითმა თვალსაჩინოდ უნდა ასახოს ის, თუ როგორ განვახორციელებთ ჩვენ თქვენთან ერთად თქვენი სააგენტოს წარმატებულ გარდაქმნას. ყველა კომპანიაში არის ტექნოლოგიურად გათვიცნობიერებული თანამშრომლები, რომლებიც ინოვაციების დადებით მხარეებს ხედავენ და მზად არიან, გამოიყენონ ისინი. მათ, პირველ რიგში, დირექციის ხელმძღვანელობით, უნდა დაიწყონ დიგიტალიზაციაში იტეგრაციის პროცესი და შესაბამისად, გაეცნონ ახალ აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას. ამ ე.წ. ინტეგრაციამ თვალსაჩინო უნდა გახადოს სხვა თანამშრომლების გაუმჯობესება და აღაფრთოვანოს ისინი არსებული კონცეფციით. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსფორმაციის პროცესში უკლებლივ ყველა თანამშრომელი, მათ შორის დირექციაც, ახალი კონცეფციით უნდა მოქმედებდეს, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ოპტიმიზაცია წარმატებული. ხშირად, ამ ტიპის რესტრუქტურიზაცია კრახს განიცდის თანამშრომელთა უკმაყოფილების გამო, რადგან ადამიანებს უჭირთ ჩვეული მდგომარეობიდან გამოსვლა. სწორედ ისეთი ტერმინების გაგება, როგორიც არის „ავტომატიზაცია“ და „ეფექტურობა“, ბევრში სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშს აღძრავს და  სწორედ ამ შიშის გამო, დგამენ ისინი მუშაობისას არასაჭირო ნაბიჯებს იმ იმედით, რომ თავი შეუცვლელ კადრად წარმოადგინონ. ასეთ თანამშრომლებს, ინდივიდუალური საუბრებისას, უნდა გაუქარწყლოთ ეს შიში და განვუმარტოთ ახალი მეთოდოლოგიის დადებითი მხარეები. ისეთი ტრენინგები, რომლებიც თავდაჯერებულობას აძლიერებს ინოვაციების დანერგვისას, ჩვენი აზრით, სავალდებულოა ინეგრაციის პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იტეგრაციის ფაზისთვის რეალური პერიოდი - კომპანიის სიდიდის მიხედვით - განისაზღვრება ცხრიდან თორმეტ თვემდე.

თქვენი პოტენციალი

რა თმა უნდა გამართლებულია შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად დიდია დიგიტალიზაციის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შედეგად მიღწეული დაზოგვის პოტენციალი. იმის გამო, რომ საქმე ეხება ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, წინასწარ პასუხის გაცემა რა თქმა უნდა შეუძლებელია. ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით გვინდა წარმოგიდგინოთ კალკულაცია, რეალობასთან ახლოს მყოფი მაგალითის საფუძველზე. ჩვენს სანიმუშო სააგენტოს მართავს მფლობელი, დამატებით დასაქმებულია 2 კონსულტანტი/გამყოდველი, 2 ოფისში მომუშავე თანამშრომელი და 1 სტაჟიორი. მუშაობის სტილი აქამდე არის ტრადიციული. თანამედროვე, ციფრული პროცესების დანერგვით შესაძლოა ერთ თანამშრომელზე დაიზოგოს დღეში 2 საათი.

 

6 თანამშრომლის, დღეში 2 საათის დაზოგვა ნიშნავს:

  • 10 საათის დაზოგვას თითო თანამშრომელზე კვირაში
  • 60 საათის დაზოგვას მთელი სააგენტოსთვის კვირაში
  • ჯამში 240 საათის დაზოგვას თვეში: