ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ქსელი

MICROSOFT OFFICE365

Microsoft-ის Office-Suite წარმოადგენს ტექსტის დამუშავების, ცხრილებში კალკულაციის და პრეზენტაციების დეფაქტო სტანდარტს მთელს მსოფლიოში. თითქმის ყველას, ვინც პროფესიულად კომპიუტერის მომხმარებელია, გამოუყენებია Word, Ecxel და PowerPoint. თუმცა, Office-ის სრული პაკეტის მხოლოდ ამ სამ ძირითად აპლიკაცამდე შემცირება არ იქნებოდა სამართლიანი. ათწლეულების მანძილზე ბაზარზე არსებობის მიუხედავად, Microsoft კვლავაც ახერხებს პროდუქტების აზრიან განვითარებას და ინოვაციური პროგრამების დამატებას. ასე წარმოიქმნა დროთა განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის მასშტაბული კონგლომერატი, რომელიც უთვალავ დავალებას ასრულებს ყოველდღიურ კორესპონდენციაში, კომუნიკაციაში, დოკუმენტაციაში და სხვა მრავალ სფეროში, როგორც მცირე საწარმოებში, ისე საერთაშორისო კორპორაციებში.

Office365 სთავაზობს მრავალ ბენეფითებს. პირველ რიგში ეს არის თანამშრომლობის შესაძლებლობა. ის იმაზე მარტივია ვიდრე ოდესმე - არ აქვს მნიშვნელობა თანამშრომლობა ხდება იმავე ოთახში, იმავე სახლში, ქალაქში თუ კონტინენტზე. Office365 არის იქ სადაც თქვენ ხართ. რთული სერვერული ინსტალაციები, რომელიც მრავალ  უსაფრთხოების რისკს უკავშირდება წარსულში დარჩა. "Office365 Germany"-სთან ერთად Microsoft გთავაზობთ ისეთ ფუნქციებს თქვენს პორტფოლიოში, რაც მოიცავს მკაცრ მონაცემთა დაცვას,  გერმანიისა და ევროკავშირის კანონების შესაბამისად.

Office365 მეტია ვიდრე „უბრალოდ“ კლასიკური ოფისის პროგრამა, რადგან მას მრავალი ჯგუფური სამუშაოს ფუნქცია აქვს და ხდის თანამშრომლობას ძალიან მარტივს. ვიდეო კონფერენცია, ჯგუფური ჩეთი ან თქვენი საკუთარი კორპორატიული სოციალური  ქსელი - Office365 გთავაზობთ მრავალ ფუნქციას ჯგუფურად მუშაობის ტრანსფარენტულობისა და სიმარტივისთვის.

Nureva

“Nureva Span”სისტემა ბოლო წლებში ინოვაციური თანამშრომლობის ინსტრუმენტების ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მისი საქონელი აერთიანებს პანორამულ პროექტორს ინტერაქტიული ვირტუალური ეკრანით. პროექტორის სიგანე არის 3.10 მ-მდე 1 მოდული/პროექტორი, თუმცა შესაძლებელია მათი შეერთებაც, შესაბამისად,  მაგალითად, ოთხი მოდულის კომბინაცია ქმნის 12 მ-ზე მეტ სიგანეს, ხოლო ძირითადი ვირტუალური სამუშაო ადგილი კი მდე 60მ ფართისაა! "ნურვა-სპანი" პროგრამული უზრუნველყოფა ამ პროექციის ზედაპირზე ვირტუალურად ხორციელდება; აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ ეკრანზე ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი აპარატით ნებისმიერ დროს იმუშაოთ. ნურვა აერთიანებს ორ ძირითად მოთხოვნას თანამედროვე თანამშრომლობისათვის: ერთის მხრივ, გუნდური მუშაობისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ღრუბელზე დაფუძნებულ, დროსა და ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებელ თანამშრომლობას.

სწავლა და მუშაობა ჯგუფებში თანამედროვე განათლების განუყოფელი კომპონენტია ასევე სკოლებში. ის უწყობს საკლასო ოთახში სოციალური უნარჩვევების გაღვივებას. Nureva™ Span™ სისტემა უზრუნველყოფს არაჩვეულებრივ სწავლების სისტემას სტუდენტებისთვის. ის გარდაქმნის ჩვეულებრივ კედელს ფართო ინტერაქციულ სამუშაო სივრცედ. გარდა ამისა, ცხადია სრული კლასის მასშტაბით თანამშრომლობა უფრო მარტივი ცდება. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი ლეპტოპებიდან და პლანშეტებიდან იმუშაონ პირდაპირ, ყოველგვარი ახალი პროგრამების დაინსტალირების გარეშე, ბრაუზერიდან.

WORTMANN AG

Wortmann AG-ს სახით ჩვენ გვყავს პარტნიორი 30 წელზე მეტი გამოცდილებით IT ინდუსტრიაში. გამოცდილება არ აისახება მხოლოდ იმაში რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული IT დისტრიბუტორი გერმანიაში, არამედ ის ავითარებს Terra სერიის საქონელს. ის სთავაზობს მრავალ პროდუქციას ფართო სპექტრს - დაწყებული პლანშეტებიდან სერვერებამდე, ხოლო ხარისხი არის „დამზადებულია გერმანიაში“. მისი პორტფოლიო შედგება ჭკვიანი მობილურო გადაწყვეტილებებით, როგორიცაა მაგალითად პორტალის სასწავლო მანქანები 30-მდე ნოუთბუქის სივრცით ან ტროლეიბუსებს ინტეგრირებული WLAN ხელმისაწვდომობის წერტილით.

Wortmann AG-თვის საგანმანათლებლო სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის ამისთვის სთავაზობს მრავალ სხვადასხვა პროდუექს, როგორებიცაა მაგალითად განსაკუთრებული დიზაინის ლეპტოპები ბავშვებისა/მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ისინი იდეალურად ერწყმის თანამედროვე საკლასო ოთახის კონსტრუქციას და აქვს ისეთი ფართო რაოდენობის ფუნქციები, როგორიცაა მათ შორის ინტეგრირებული თერმომეტრი.