კონსულტაცია, რომელსაც აქვს აზრი

უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩვენ სადაზღვევო ბიზნესში ვსაქმიანობთ და დიგიტალიზაცია დავნერგეთ, როგორც ჩვენს სააგენტოში, ისე სხვა მსგავს სააგენტოებში. ჩვენ ვიცით, თუ სად იჩენს თავს სირთულეები დიგიტალიზაციის დანერგვისას და როგორ უნდა გადავლახოთ ისინი, ისე რომ ამავდროულად შეძლებისდაგვარად სწრაფად ვიმუშაოთ ეფექტურად და დავზოგოთ მეტი დრო. ჩვენ სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ჩვენივე კლიენტებს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, ჩვენი დამკვეთები მასშტაბურ რესტრუქტურიზაციებს გეგმავენ, თუ ინდივიდუალური, მცირე პრობლემების გადაჭრა სურთ. ყველა მათგანს შეუძლია ისარგებლოს ჩვენი კომპეტენციით.

 

ჩვენი საკონსულტაციო საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ანაზღაურება. ამასთან, არ ცოდნის გამო, ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა იმ გარემოებას, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი კონსულტაციისთვის შესაძლებელია დაფინანსების საშუალებების გამოყენება, რაც საფასურის 50%-ის დაზოგვის საშუალებას იძლევა. თუ როგორ და სად, ამაში ჩვენ გაგარკვევთ და ყველანაირად დაგეხმარებით.

ინდივიდუალური საოფისე ორგანიზაცია

სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენს საოფისე ორგანიზაციაში, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების წარმოჩენას და იმპლემენტაციას შემდეგი სფეროებისთვის:

 

  • ინდივიდუალური სამაკლერო პროგრამული უზრუნველყოფა
  • მონაცემთა ავტომატური დახარისხება კლიენტებთან შესაბამისობაში
  • ელ. ფოსტების ავტომატური დახარისხება და შესაბამისობაში მოყვანა
  • იმეილის გაგზავნა ადმინისტრაციული პროგრამიდან
  • მოქნილი სამუშაო ადგილი სამართავი პულტით
  • თანამედროვე შენახვის სისტემა „Cloud“, გერმანიაში ძლაში მყოფი მონაცემთა დაცვის რეგულაციების შესაბამისად
  • მონაცემთა უსაფრთხოება ინდივიდუალურად შეთანხმებული უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით
  • ოფისი ფურცლების გარეშე, კანონთან შესაბამისობაში მყოფი მონაცემთა არქივირების საშუალებით, მაგალითად, ELO („ლეიტცი“-ის ელექტრონული საქაღალდე)

დიგიტალიზაცია, როგორც განახლების მარადიული წყარო

„ამას ჩვენ ყოველთვის ასე ვაკეთებდით” ხშირად გამოყენებადი არგუმენტია, როდესაც საქმე გარკვეული მოქმედებების დასაბუთებულ ახსნას ეხება. ეს შესაძლოა ბევრ შემთხვევაში გამართლებულიც იყოს, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. სწორედ ახალგაზრდა სამიზნე ჯგუფის მოზიდვის შემთხვევაში ვერაფერს გახდებით მოძველებული მეთოდებით. ბევრ ძველი ყაიდის კომპანიას ემუქრება მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი მომხმარებლების დაკარგვა. ამ საკითხს მეტად კრიტიკულად უნდა მივუდგეთ, რადგან პირველი საქმიანი ურთიერთობები ახალგაზრდა ადამიანებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი კავშირების შენარჩუნების მიზნით. ამ საკითხში, ჩევნ დამატებით ხელს ვუწყობთ ჩვენს მომხმარებლებს, რაც გულისხმობს ოფისების თანამედროვე აღჭურვას.

 

  • თანამედროვე საპრეზენტაციო ტექნიკა, მაგალითად Nureva
  • Augmented Reality
  • Virtual Reality