ინტეგრატიული გადაწყვეტილებები თქვენი კომპანიისთვის
მუშაობის ტრადიციული სტილი გამოირჩევა მნიშვნელოვანი დადებითი თვისებით ყოველდღიურობაში: იგი დამკვიდრებულია და ფუნქციონირებს. ალბათ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ბევრი კომპანია დიდხანს ვერ ელევა მას. ხშირად კი იმაზე ბევრად დიდხანს ინარჩუნებს, ვირდე ეს თავად კომპანიისთვის არის კარგი. მუშაობის სწორედ ასეთი სტილი აფერხებს დღესდღეობით კომპანიის ეფექტურ განვითარებას. გარდა ამისა, არსებობს ხშირად კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლების და კომპანიის ხელმძღვანელობის შიშს ცვლილებების მიმართ. მართალია შანსების ამოცნობა ხშირად შესაძლებელი ხდება, მაგრამ ცოდნის არ ქონა ან გარე წყაროებზე დამოკიდებულება აფერხებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და აღარ ხდება ამ შანსების წარმატების მიღწევისთვის გამოყენება.
ჩვენ ამოცანად დავისახეთ, მცირე და საშუალო სეგმენტის კომპანიებს დავანახოთ არსებული შანსები და მათი გამოყენების შესაძლებლობები ერთიანი პროცესების ფარგლებში. სამი ძირითადი კომპონენტით, როგორებიც არის ანალიზი, კონსულტაცია და ინტეგრაცია, ვადგენთ სამოქმედო გეგმას, ვახდენთ მის ოპტიმიზაციას ციფრული პროცესების მეშვეობით და თანდათან ვნერგავთ მას კომპანიაში.

კომპანიები 4.0
დიგიტალიზაცია ხშირი განხილვის საგანია თანამედროვეობაში – ჩვენს აჩქარებულ დროში შესაძლოა გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა მას, ვიდრე რეალურად საჭიროა, რადგან, თუ დავფიქრდებით, ციფრული პროცესები სხვა არაფერია, თუ არა ხელსაწყო ყოველდღიური ცხოვრებისთვის. შესაბამისად, როგორც ყველა სხვა ხელსაწყოს შემთხვევაში, დიგიტალიზაციაც სარგებლის მომტანია მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც ის გასაგებია და ფლობს მას. მაგრამ საიდან უნდა გავიგოთ, თუ რომელი ინსტრუმენტი ერგება ამა თუ იმ კომპანიას? რა უპირატესობებით შეუძლია მას სარგებლობა? რა ხარჯებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული? როგორ უნდა გავაცნოთ თანამშრომლებს ამ ხელსაწყოების გამოყენების წესები? ყველაფერ ამაზე პასუხი ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ყოველი ცალკეული კომპანია. სწორედ ამიტომ ლოგიკურია, რომ ყოველი ცალკეული გადაწყვეტილება შესაბამისად ინდივიდუალური უნდა იყოს, რადგან ერთი ყველაზე მორგებული გადაწყვეტილება არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, ხშირად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხელი არ მიუწვდებათ ამგვარ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე. მეტად მრავლისმომცველია ინდივიდუალური პროცესები. ბევრი გამონაკლისი თითქმის შეუძლებელს ხდის სტანდარტის მიღწევას. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ეფექტური გადაწყვეტილების შემუშავება არსებულ კომპონენტებზე დაყრდნობით.

სადაზღვევო სექტორი
სადაზღვევო ბაზარი იმყოფება ამჟამად მასიური გარდატეხის პერიოდში. დიდი კონცერნები ცილობენ განავითარონ ელექტრონული პირდაპირი გაყიდვები, რითიც სულ უფრო მეტად შეამცირებენ კლასიკური შუამავლების საქმიანობას. სწორედ დამოუკიდებელი შუამავლები იძულებულნი ხდებიან უამრავი ხელმისაწვდომი პროდუქტიდან ოპტიმალური გადაწყვეტილება შეარჩიონ თავიანთი მომხმარებლებისთვის. ამასთან, გარდატეხას განიცდის აგრეთვე შუამავლების საქმიანობის სფეროც. ძველი თაობები ტოვებენ ბაზარს და ახლი თაობა იღებს სადავეებს ხელში. ახალგაზრდა თაობა, ისევე როგორც შუამავლების ახალი კლიენტურა, ფლობს ელექტრონული პრიცესების და დიგიტალიზაციის მაღალ ტექნიკას. ჩვენი გადაწყვეტილებები მიმართულია ყველა იმ სადაზღვევო მაკლერისადმი, რომლებსაც სურთ მათი სააგენტოების დიგიტალიზაცია და ახალ, უფრო ფართო მიზან ჯგუფებზე გასვლა.

განათლება
მომავლის ტექნოლოგიების დღესვე გაცნობა და შესწავლა. უპირველეს ყოვლისა დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანია სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რადგან სწორედ აქ იღებს განათლებას მომავალი თაობა, სწორედ აქ ეყრება საფუძველი მათ წარმატებას. მაგრამ, სწორედ ეს სფერო სავსეა უამრავი პრობლემით. განსაკუთრებით კი, გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივი პროცესები, ასევე მცირე ბიუჯედის მუდმივი პრობლემა, დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს სკოლებს. ჩვენ გთავაზობთ, ძლიერი პარტნიორების მიერ წარმოებულ, თანამედროვე, ინოვაციური აპარატურას და ჭკვიანურად შედგენილ, სტანდარტიზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, თქვენი სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების გადაწყვეტილებების მასშტაბური კონცეფციისთვის.

ძლიერი პარტნიორი
თქვენს გარეშე არაფერი გამოვა! ჩვენი კონცეფციების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შესაბამისი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა. სწორედ ამისთვის გვესაჭიროება სანდო პარტნიორები, რომლებიც კარდგად იცნობენ თქვენს ბაზარს და ბაზარზე მოთამაშეებს. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პარტნიორობას და თანაბარ პირობებს ვთავაზობთ, როგორც ჩვენს მომხმარებლებს, ისე მომწოდებლებს: ჩვენი ურთიერთობა არის ღია, გულწრფელი, საპატივცემულო, ხოლო დიალოგი გამჭვირვალე. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ამგვარი მოქმედება განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების პრობლემებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფას. ჩვენი პარტნიორობა წარმოადგენს, ერთის მხრივ დამკვიდრებული, ცნობილი კომპანიების, ხოლო მეორეს მხრივ ინოვაციური, დინამიკური სტარტ-აპების ჭრელ ნაზავს. ყოველივე ამის ერთობლიობა ქმნის შედეგზე ორიენტირებულ კომპოზიციას, რომელშიც საკმაოდ დიდი ადგილი რჩება ინდივიდუალური გადაწყევტილებებისთვის.